დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 24- ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. დებიუტი სტუმართა აქტიურობით აღინიშნა. მესამე წუთზე გიორგი კოხრეიძის სახიფათოდ დარტყმული და ბურთი ოდნავ აცდა მასპინძელთა კარს. მომდევნო შეტევაში კი იგივე კოხრეიძე ბოლო წამს დატოვეს თამაშგარე მდგომარეობაში. საპასუხოდ დინამომ მეცხრე წუთზე გაამწვავა თამაში. ნიკა ნინუას კუთხურიდან ჩაწოდებულს ლევან შენგელია ერთი შეხებით გზავნიდა კარისკენ, ბურთი ზევიდან გადაევლო ხარიხას. ამის შემდეგ დინამო დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, თუმცა რეალური საგოლე მომენტის გარეშე. 27- ე წუთზე ნიკა ნინუას გადაცემის შემდეგ დმიტრო ივანისენია ურტყავდა ტექნიკურად, ბურთი სანტიმეტრებში აცდა ლაზარე კუპატაძის კარს. ცოტახანში ლაშა თოთაძის ძლიერად დარტყმული საჯარიმო კუპატაძემ მოიგერია. შეხვედრის 42- ე წუთზე დინამოს კარი აშკარა გოლისგან სტეპან სიკაჩმა იხსნა. მან პირისპირ გასული დავით ვოლკოვის სახიფათო დარტყმული კუთხურზე უკუაგდო. ტაიმის ბოლოს ჩაწოდებულ კუთხურზე სტეპან სიკაჩმა ივარგა, თუმცა დამატებაზე გაგი მარგველაშვილმა გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში დინამომ უმატა შეტევებს. 50- ე წუთზე ნიკა ნინუას მართებდა უკეთ თამაში, მაგრამ ბოლო წამს ხელსაყრელი სიტუაციიდან აეჭრა ბურთი. დინამოს შეტევებმა შედეგი 58- ე წუთზე გამოიღო. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ლევან შენგელიამ, მისი ჩაწოდებული შეცვლაზე შემოსულმა მათე ვაწაძემ თავით გადაგზავნა კარისკენ. ბურთი კუპატაძემ მოიგერია, თუმცა გიორგი რეხვიაშვილს მოხვდა და ავტოგოლი 1:1. ამის შემდეგ თამაში უფრო ხისტად და აღსანიშნავი სახიფათო მომენტების გარეშე გაგრძელდა. თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე დინამოელთა სწრაფი კომბინაცია და ლევან ხარაბაძეს გაუცუდდა დარტყმა. შეხვედრაში მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიდიოდა, როდესაც მარჯვენა ფრთაზე ლევან შენგელიამ მიიღო ბურთი, ცრუ მოძრაობით მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოს კუთხიდან ზუსტი და ტექნიკური დარტყმით ლურჯ-თეთრი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა და დინამოს მნიშვნელოვან შეხვედრაში 3 ქულა მოუტანა.
დინამო 2:1 საბურთალო
გოლი: 0:1 მარგველაშვილი 45+4’ 1:1 რეხვიაშვილი (ა.გ.) 58’ 2:1 შენგელია 90+3’
გაფრთხილება: კობოური 23’ რეხვიაშვილი 33’ კუპატაძე 45’ ხარაბაძე 82’
დინამო: სიკაჩი, კობოური (ივანიშვილი 77), თოთაძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ქარდავა, ივანისენია (ვაწაძე 57), შულაია, ნინუა, შენგელია, ზივზივაძე (ქოჩლაძე 66)
საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, ტერა (ტატანასვილი 79), გორგიაშვილი, დიასამიძე (ალთუნაშვილი 66), ვოლკოვი, გონსალვესი, კოხრეიძე (თარგამაძე 73)
მსაჯი: ჯ. ხორავა