დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრას თბილისში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 29 მარტს დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი კი ტრადიულად ტექსტურ და ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება.
მწვრთნელი და ზესტაფონი
ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად ნოემბრიდან კვლავ გია გეგუჩაძე მუშაობს, რომელთან ერთადაც ზესტაფონმა არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობთ 12 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში საიდანაც 9– ში იმარჯვა. 2 მარცხი და ერთი ფრე.
დინამომდე...
ზამთრის შესვენების შემდეგ ზესტაფონმა 6 შეხვედრა ჩაატარა და ექვსივეში იმარჯვა იმერულმა კლუბმა. აღსანიშნავია, რომ გუნდ ბურთიც კი არ გაუშვია ამ მატჩებში. 3:0 სპარტაკთან, 3:0 ზუგდიდთან, ვიტ ჯორჯიასთან 0:2, 2:0 მერანთან, 0:1 სიონთან და 2:0 მეტალურგთან.
დინამო VS ზესტაფონი
დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 31–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 17 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 45/28 არის.
დინამო–ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 10 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიში ოთხ შეხვედრაში დაფიქსირდა. გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში, 2013 წლის 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად – 1:5 წააგო.
უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის მეთორმეტე ტურში, 10 ნოემბერს ზესტაფონში გაიმართა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში თითო გოლი დორინ გოგამ და გიორგი გველესიანმა (შეხვედრის ბოლო წუთზე) გაიტანეს.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დავით ხურცილავა დააკლდება, რომელსაც 3 ყვითელი დაუგროვდა. ზესტაფონი სრული შემადგენლობით ხვდება აღნიშნულ მატჩს.
დინამო VS ზესტაფონი – მსაჯი
ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 29 მარტს თბილისში ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან დ. ხარიტონაშვილი და ა. ნონიკაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს.
ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
პავლოვიჩი – ღონღაძე, ჭელიძე, გურული, დოლიძე – რენე, გეწაძე, შარიქაძე, კუხიანიძე – საბანაძე, ტატანაშვილი