• Geo
  • Eng
07.04.2019
დინამომ რუსთავს 3:1 აჯობა

დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ რუსთავს უმასპინძლა. მატჩის პირველი წუთები სტუმართა აქტიურობით აღინიშნა და კარში პირველი დარტყმაც ლაშა ქოჩლაძემ შეასრულა. თბილისელებმა მალევე შეცვალეს თამაშის მიმდინარეობა და ორივე ფლანგიდან სახიფათოდ შეუტიეს მეტოქეს. აკაკი შულაია მარცხენა ფრთიდან ამწვავებდა თამაშს, საბოლოოდ მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. დინამოელებმა შეტევებს უმატეს და 29- ე წუთზე ლევან კუტალიას აქტიურობას პენალტი მოჰყვა რუსთავის კარში. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ლევან შენგელიამ შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნა. ოთხ წუთში აკაკი შულაიას კარგი თამაში, გასროლა საჯარიმოს მისადგომებიდან და ანგარიში 2:0 გახდა. ცოტახანში დმიტრო ივანისენიას შეეძლო თავის გამოჩენა, მისი დარტყმული გოგი კულუას ნადავლი გახდა. პირველი ტაიმის ბოლო აბდელ მეჯუბის სახიფათო დარტყმული ჯერ მცველმა მოიგერია და შემდეგ მეკარემ. ტაიმიც ესე დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარი მასპინძელთა მასირებული შეტევებით განახლდა. ხუთწუთიან მონაკვეთში გოლის გატანა ლევან შენგელიას, ლევან კუტალიას და გიორგი ზარიას შეეძლოთ, მაგრამ უშედეგოდ. 50- ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულს ძლიერი თავურით აბდელ მეჯუბი აგვირგვინებდა, მისი დარტყმული კულუამ უკუაგდო. შეხვედრის 56- ე წუთზე ლევან კუტალიამ დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუფრინა რუსთაველთა კარის ძელს. სამიოდე წუთში დინამომ ულამაზესი კომბინაციით მესამე გოლი გაიტანა. ნინუა-კარბია-შულაია-კუტალია-შენგელია და ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმა 3:0. ცოტახანში სტუმრებს გოლის გაქვითვა შეეძლოთ, თუმცა ბოლო წამს აბდელ მეჯუბმა ითამაშა კარგად და სიტუაცია განმუხტა. მატჩის 72- ე წუთზე დინამოელთა რიგებში 17 წლის ირაკლი აზაროვის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე ლევან კუტალიას ნაცვლად შევიდა. 76- ე წუთზე რუსთავმა მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა, ზუსტად ლუკა იმნაძემ დაარტყა. ათ წუთში აზაროვის პასით ანტონიო როხანოს შეეძლე გატანა, მაგრამ ცრუ მოძრაობის შემდეგ არაზუსტად დაარტყა. შეხვედრაში მეტი აღარაფერი შეცვლილა და დინამომ 3:1 იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 აპრილს გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო  3:1  რუსთავი

 

გოლი: 1:0 შენგელია (პენ) 29’  2:0 შულაია 33’  3:0 შენგელია 58’  3:1 იმნაძე 76’ 

გაფრთხილება: ნარიმანიძე 29’  ჩოგაძე 44’  მონხილი 57’  ციცქიშვილი 88’ 

 

დინამო: პერალესი, იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე, ივანისენია, ნინუა, შენგელია (როხანო 61), ზარია (კარბია 55), შულაია, კუტალია (აზაროვი 72)

რუსთავი: კულუა, გადრანი, ყიფიანი (კაპანაძე 69), ქოჩლაძე, ჩოგაძე, ნარიმანიძე (იმნაძე 46), გისტაროვი, ტაკულოვი, სილაგაძე, ფონიავა, ჯაფიაშვილი

 

მსაჯი: გ. ავაზაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024