• Geo
  • Eng
11.08.2019
40 წელი ტრაგედიიდან

დღეს 40 წელი გავიდა უკრაინის ქალაქ დნეპროძერჟინსკის თავზე მომხდარი ტრაგედიიდან, რომელმაც ტაშკენტის პახტაკორის წევრების სიცოცხლე შეიწირა. 1979 წლის 11 აგვისტოს, ფეხბურთის ისტორიაში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ავიაკატასტროფას, რომლის დროსაც ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა - 178 მგზავრი, მათ შორის უზბეკური კლუბის 17 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ, ჩემპიონატში მონაწილე ყველა კლუბმა, მათ შორის დინამო თბილისმა, პახტაკორში სათამაშოდ საკუთარი ფეხბურთელი - ზურაბ წერეთელი მიავლინა და ამ ფორმით დაღუპულ ფეხბურთელთა ხსოვნას პატივი მიაგო. მომდევნო წელს ტაშკენტური გუნდის ფორმა მანუჩარ მაჩაიძემაც მოირგო.

ამ სევდიან თარიღს, დინამოელები მწუხარებით ვიხსენებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024