დინამო არენაზე ეროვნული პირველობის 21- ე ტურიც ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 4 წუთზე გიორგი ქიმაძის ჩაწოდებით გიორგი პაპავამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა 1:0. გოლის მერე თამაში ურთიერტშეტევებით გაგრძელდა. 26- ე წუთზე ჯოვანი ფლამარიონმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა 1:1. 32- ე წუთზე ლევან კუტალიას შესანიშნავი გადაცემა ქუსლით, ლევან შენგელიას დარტყმულს კი ბოლო წამს მცველმა დაუფარა. 42- ე წუთზე მიხეილ ალავიძემ შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული თავური მოიგერია. პირველი ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით განახლდა. მე- 60 წუთზე ნოდარ ქავთარაძე შეიჭრა საჯარიმოში და დაარტყა, ბურთი ჯერ ალავიძემ მოიგერია, შემდეგ კი ხარიხამ. ამის შემდეგ ბათუმელებმა ორი სახიფათი საჯარიმო დარტყმა შეასრულეს. ორივე ჯერზე მოწოდების სიმაღლეზე ხოსე პერალესი აღმოჩნდა. 82- ე წუთზე არფან დაფეს სოლო რეიდი, გადაცემა და ლევან კუტალიამ მასპინძლები წინ გაიყვანა 2:1. ცოტახანში არფან დაფეს თავად შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. საბოლოოდ თბილისელებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს, აქტივში მიჯრით მეშვიდე მოგება ჩაიწერეს და გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზე აღზევდნენ. მომდევნო მატჩს დინამო თბილისი 11 ივლისს თბილისში, უეფას ევროპა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩაატარებს.
დინამო თბილისი 2:1 დინამო ბათუმი
გოლი: პაპავა 4’ ფლამარიონი 26’ კუტალია 82’
გაფრთხილება: ჯუტალია 38’ ჩალაძე 44’ კობახიძე 60’ კობოური 63’
დინამო თბილისი: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, ნინუა, პაპავა, ქავთარაძე (ქარდავა 86), შულაია (დაფე 73), შენგელია, კუტალია
დინამო ბათუმი: ალავიძე, გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ჩალაძე, ტეიდი, მამუჩაშვილი (ილურიძე 85), რამოსი, მანჯგალაძე, ფლამარიონი, საბანაძე (დვალიშვილი 46)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი