• Geo
  • Eng
24.05.2019
გამარჯვება ტორპედოსთან

დღეს დინამო არენაზე მორიგი ქართული დერბი გაიმართა. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მესამე წუთზე ხოსე პერალესს მოუწია თავისი ოსტატობის ჩვენება რა დროსაც ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი უკუაგდო. მატჩი ურთიერთშეტევებში და თვალსასეიროდ გაგრძელდა. ანგარიში შეხვედრის 30- ე წუთზე ლევან შენგელიას გადაცემის შემდეგ დმიტრო ივანისენიამ ძლიერი დარტყმით გახსნა. საპასუხოდ ტორპედოს მწვავე შეტევა და დინამო ხიფათს გადაურჩა. გოლიდან ათ წუთში დინამოელთა შეტევა, ლევან შენგელიას ჩაწოდება და ლევან კუტალიას უძლიერესად დარტყმული ზევიდან გადაევლო ქუთაისელთა კარის ხარიხას. პირველი ტაიმი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და 62- ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ წონასწორობა აღადგინა. დინამოელებს ცოტახანში ისევ შეეძლოთ დაწინაურება, ლევან შენგელიას დარტყმული ბოლო წამს როინ კვასხვაძემ მოიგერია. ამის შემდეგ ნიკა ნინუამ ითამაშა ტექნიკურდ, გაცდა რამდენიმე მეტოქეს თუმცა ბოლო მომენტში დარტყმა დააყოვნა და სიტუაციაც განიმუხტა. 78- ე წუთზე დინამოელთა მასირებულმა შეტევებმა შედეგიც გამოიღო, ნიკა ნინუას გადაცემა შედეგიანად ლევან შენგელიამ გამოიყენა და დინამო ისევ წინ გავიდა 2:1. შეხვედრაში მეტი აღარაფერი შეცვლილა და მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

 

დინამო  2:1  ტორპედო

 

გოლი: 1:0 ივანისენია 30’  1:1 დოლიძე 62’  2:1 შენგელია 78’ 

გაფრთხილება: პერალესი 90’

 

დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, მეჯუბი, კობოური (იაშვილი 72), ივანისენია, პაპავა (ქარდავა 75), შულაია, ნინუა (ზარია 81) შენგელია, კუტალია

ტორპედო: კვასხვაძე, ცინცაძე, გიგაური (ჭიჭინაძე 75), ქავთარაძე, წიქარიძე (კაპანაძე 68), ზივზივაძე, აზაცკი, გეგეჭკორი, დოლიძე (ლუკა 66), ქიმაძე, კობახიძე

 

მსაჯი: ტ. რუხაია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024