ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩი დინამომ პეტრო არენაზე იბერასთან გამართა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს. დინამოელებმა ნელ-ნელა გამოასწორეს სათამაშო ხარისხი და მე-12 წუთზე მწვავე კონტრშეტევაც წამოიწყეს, თუმცა ნოდარ ლომინაძე აკრძალული ხერხით შეაჩერეს. მომენტი საბოლოოდ მსაჯმა ორი ყვითელი ბარათით დაასრულა, თუმცა ჯარიმის ხარისხიდან გამომდინარე გიზო მამაგეიშვილისთვის წითელი ბარათის ჩვენება უფრო უპრიანი იქნებოდა. სამაგიეროდ სხვა სიტუაციაში ირაკლი ხერხაძემ ულაპარაკოთ გააძევა მოედნიდან გიორგი ლორია. დინამოს გოლკიპერი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ცდილობდა ოპონენტის შეტევის ჩაშლას. ტაიმის კომპენსირებულ დროში იბერიამ ანგარიში გახსნა - კუთხურიდან ზუსტად საბა მამაცაშვილმა ჩაახვია. მეორე ნახევარში დინამომ ცვლილებებს მიმართა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, ბოლო წუთებზე რეალური მომენტიც ვერ გამოიყენეს ლურჯ-თეთრებმა და საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
ანდრეს კარასკოს გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 30 მარტს გამართავს მომდევნო მატჩს, რომელშიც სამტრედიას უმასპინძლებს. მანამდე კი საქართველოს ეროვნული ნაკრები უმნიშვნელოვანეს, დარწმუნებული ვართ - მატჩებს ჩაატარებს დინამო არენაზე. დინამო თბილისი გამარჯვებას და ევრო ჩემპიონატის საგზურს უსურვებს ჩენს ნაკრებს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი