• Geo
  • Eng
14.03.2024
დინამო 2-ის ფრე ლოკომოტივთან

დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ლოკომოტივს უმასპინძლა. დედაქალაქური დერბი საინტერესოდ და მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. არაერთი საგოლე სიტუაციის მიუხედავად მთავარი მოვლენები ბოლო წუთებზე განვითარდა. ჯერ 87-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილის გადაცემით ნიკა ცეცხლაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა 1-0. შემდეგ კი, დინამოელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც 90-ე წუთზე შედეგიანად მამია გავაშელიშვილმა შეასრულა და მატჩი საფინალო ანგარიში 1-1 დაფიქსირდა. მომდევნო შეხვედრას ვალერი გაგუას გუნდი 1 აპრილს, საგარეჯოს გარეჯთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024