პირველი ტურის დარად დინამო თბილისის მეორე გუნდმა და 19 წლამდელებმა მეორე სათამაშო დღეც გამარჯვებით დაასრულეს.
დინამო-2 ფოთს ესტუმრა. ტექნიკური ცენტრის მოედანზე ვალერი გაგუას გუნდს ხობის კოლხეთმა უმასპინძლა. დაძაბული და ხისტი მატჩი საბოლოოდ დედაქალაქელტა გამარჯვებით დასრულდა. სამი ქულის მომტანი თერთმეტმეტრიანი დარტყმა მატჩის 87-ე წუთზე ზუსტად ნიკა ცხოვრებაშვილმა შეასრულა 0-1. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 14 მარტს აკადემიის მოედანზე, ლოკომოტივთან ჩაატარებენ.
კოლხეთი ხობი 0-1 დინამო-2 მატჩის ოქმი
19 წლამდე დინამომ თავისი მატჩი წყალტუბოში ადგილობრივ სამგურალთან გამართა და მასპინძელ გუნდს დიდი ანგარიშით აჯობა. დედაქალაქელებმა იმერლებს ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანეს. შედეგიანი დარტყმებით ჩიქოვანი, ელისაშვილი, ჩხარტიშვილი და ქელდიშვილი გამოირჩნენ. მომდევნო ტურის შეხვედრაში დინამოელები 16 მარტს, ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებენ.
U19 სამგურალი 1-4 დინამო
U19 დინამო: ღაღვაშვილი, დიაკონიძე, გლუნჩაძე, შაშიაშვილი, ხოროიშვილი, ბურდიაშვილი, საჯაია, კაპანაძე, ტკალია, ბიგვავა, ჩიქოვანი
სათადარიგო სკამი: გოგებაშვილი, პატარკაციშვილი, ქელდიშვილი, ხუციშვილი, ელისაშვილი, ჩხარტიშვილი, დანელია, ავდალოვი