• Geo
  • Eng
19.08.2020
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც “ტირანამ” “დინამო თბილისს” “დინამო არენაზე” 2:0 აჯობა, ორივე გუნდის მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა.

ემანუელ ეგბო - “მეტოქე გუნდზე ზუსტად ის წარმოდგენა მაქვს, რაც მატჩამდე მქონდა. ვიცოდით, რომ “დინამოს” ძლიერი და შემტევი ფლანგები ჰყავს და ამის გამო, კომპაქტურად უნდა გვეთამაშა. მაქსიმალურად შემჭიდროვებულად ვითამაშეთ და მეტოქის ძლიერი შეტევების განეიტრალება შევძელით. მიუხედავად მატჩის შედეგისა, “დინამოს” მიმართ ნეგატიური კუთხით დამოკიდებულება არ შემცვლია.

ჩემი საფეხბურთო და ცხოვრებისეული ფილოსოფია რელიგიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, მჯეროდა, რომ დღეს, თბილისში, 17 წლის წინანდელი გამარჯვება განმეორდებოდა და საბედნიეროდ ასეც მოხდა.

როცა წილისყრის შედეგები გავიგეთ, მე და კლუბის ხელმძღვანელობას გახარების ემოცია გვქონდა, რადგანაც საკმაოდ რთულ კლუბებს შორის შედარებით ყველაზე ნაკლებად სახიფათო, “დინამო” შეგხვდა.

ამ გამარჯვებით ბედნიერი ვარ, ეს ჩვენს გუნდს უფრო შეკრავს და გააძლიერებს. ჯერჯერობით ამ ემოციებით ვართ გახარებული. რაც შეეხება “ცრვენა ზვეზდასთანდაპირისპირებას, საშინაო კედლებში ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის გარკვეული უპირატესობაა. მესმის, რომ ჩვენს ქვეყანასა და სერბეთს შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობს, მაგრამ შევეცდებით სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ”.

 

კახა ჩხეტიანი - “ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა უგულოდ ითამაშეს და მონდომება დააკლდათ. არა, ეს ასე არ ყოფილა, მათ გამარჯვება ყველაზე მეტად უნდოდათ, უბრალოდ არ გაგვიმართლა. მეტოქემ შეტევის შესაძლებლობა მოგვცა, მაგრამ ეს ვერ გამოვიყენეთ და რეალური მომენტები ვერ შევქმენით. 

მესმის, რომ ჟურნალისტების და გულშემატკივრის ნაწილი შერჩეული შემადგენლობებით უკმაყოფილოა, მაგრამ შესაძლოა იგივე დამოკიდებულება სხვა ფეხბურთელების დაყენების შემთხვევაშიც გქონოდათ. იყვნენ მოთამაშეები, რომელთაც მიკრო-ტრავმები ჰქონდათ, მაგალითად ქავთარაძე და მისი მოედანზე შემოშვება ამის გამო ვერ გავრისკე. ბევრი მათგანი ფორმაში არ იყო. ფეხბურთელებს არაფერს ვაბრალებ, ვთვლი, რომ ყველა ფეხბურთელი ვინც მოედანზე გამოვიდა, თამაშის ღირსი იყო და თუ შემადგენლობა არასწორად შევარჩიე, პასუხისმგებლობას სრულად ჩემს თავზე ვიღებ. 

შევეცდებით, რომ ევროპის ლიგაზე, სადაც მომავალში გადავერთვებით, ამ თამაშის 10%-იც კი არ ვაჩვენოთ. დღევანდელი თამაშის გამო ყველას ბოდიშის გიხდით და ვეცდებით, რომ შემდეგ შეხვედრებში სათამაშო ხარისხი და სტილი სრულფასოვნად შეიცვალოს. 

არ ვიცი რამდენად შევძლებთ გუნდის ახალწვეულებით გაძლიერებას, მაგრამ იმაზე აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ გუნდის შიდა რესურსი უფრო მეტად და უკეთ გამოვიყენოთ. 

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ გუნდი არ ვითარდება და ჩემი დათხოვნის საკითხს განიხილავენ, ეს მათი ნება იქნება”.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024