• Geo
  • Eng
11.04.2012
დინამო ამიერკავკასიაში ყველაზე დაფასებულია

აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემამ– აზერიფუტბოლმა, გერმანული სააგენტო ტრანსფერმარკტის მონაცემები გამოაქვეყნა. ცხადია, მონაცემები მიახლოებით შეფასებას ემყარება, მაგრამ მისი გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. აზერბაიჯანელები ფეხბურთში უდიდეს თანხებს აბანდებენ, საკმაოდ ცნობილი და ძვირადღირებული მოთამაშეები ჩაჰყავთ. ამის მიუხედავად, ჩვენთვის მოულოდნელად, სააგენტომ თბილისის დინამო ამიერკავკასიის ქვეყნების გუნდებში ყველაზე ძვირად შეაფასა. ტრანსფერმარკტის მიხედვით, კავკასიის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ათეული ასე გამოიყურება:

1. დინამო          10.100.000

2. ბაკი                 7.100.000

3. ნეფთჩი            7.000.000

4. ზესტაფონი       6.750.000

5-6. ხაზარი          6.675.000

5-6. ყარაბახი       6.675.000

7. გაბალა             6.325.000

8. დილა               5.175.000

9. მეტალურგი      3.925.000

10. ინტერი          3.350.000

გაზეთი ლელო   ავტორი  :   მერაბ მამულაშვილი  11.04 2012   /იბეჭდება შემოკლებით/

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024