აზერბაიჯანულმა ინტერნეტ-გამოცემამ– აზერიფუტბოლმა, გერმანული სააგენტო ტრანსფერმარკტის მონაცემები გამოაქვეყნა. ცხადია, მონაცემები მიახლოებით შეფასებას ემყარება, მაგრამ მისი გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. აზერბაიჯანელები ფეხბურთში უდიდეს თანხებს აბანდებენ, საკმაოდ ცნობილი და ძვირადღირებული მოთამაშეები ჩაჰყავთ. ამის მიუხედავად, ჩვენთვის მოულოდნელად, სააგენტომ თბილისის დინამო ამიერკავკასიის ქვეყნების გუნდებში ყველაზე ძვირად შეაფასა. ტრანსფერმარკტის მიხედვით, კავკასიის ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ათეული ასე გამოიყურება:
1. დინამო 10.100.000
2. ბაკი 7.100.000
3. ნეფთჩი 7.000.000
4. ზესტაფონი 6.750.000
5-6. ხაზარი 6.675.000
5-6. ყარაბახი 6.675.000
7. გაბალა 6.325.000
8. დილა 5.175.000
9. მეტალურგი 3.925.000
10. ინტერი 3.350.000
გაზეთი ლელო ავტორი : მერაბ მამულაშვილი 11.04 2012 /იბეჭდება შემოკლებით/