• Geo
  • Eng
08.08.2021
გამარჯვება და სამი დებიუტი

დღევანდელი მატჩი დინამო არენაზე წუთიერი დუმილით გაიხსნა. ფეხბრთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

დინამოელებმა ტრავმის გამო საიმონ ბენიო და ნოდარ იაშვილი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო გიორგი კუცია მოისაკლისეს. თავად თამაში დინამოელთა შეტევებით დაიწყო და მეხუთე წუთისთვის მასპინძლებმა ორჯერ მოაწოდეს კუთხური. შეხვედრის მეშვიდე წუთზე ბარნს ოსეის შეექმნა საგოლე მომენტი, მისი ძლიერად დარტყმული ოთო გოშაძეს მოხვდა და სიტუაცია განიმუხტა. საბოლოოდ ამ შეტევებმა შედეგი მე- 15 წუთზე გამოიღო. ლევან ხარაბაძის ჩაწოდებული კუთხური ავტოგოლით დასრულდა 1-0. მომდევნო შეტევაში მასპინძლებს დაწინაურება მართებდათ, ბარნს ოსეის სწრაფი შეტევა და გადაცემა კართან, ბურთს ბოლო წამს ზორან მარუშიჩი ვერ შეწვდა. მასპინძლები სათამაშო უპირატესობას მთლიანად დაეუფლნენ, რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, მაგრამ უშდეგოდ. 38- ე წუთზე ფაბიან სპორქსლედეს გადაცემას ბარნს ოსეი გამოეხმაურა, ერთი შეხებით ძლიერადაც დაარტყა, ბურთი კი ოთო გოშაძემ მოიგერია. სამაგიეროდ 41- ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა, რომელიც დაჩი ცნობილაძის გოლით დასრულდა 1-1. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა. დინამოელებმა მეორე ნახევარი ცვლილებებით განაახლეს. მოედანზე ანზორ მექვაბიშვილის და ლევან ხარაბაძის ნაცვლად, ბაქარ ქარდავა და თორნიკე მორჩილაძე გამოჩნდნენ. მასპინძლებმა ცოტახანში მოახერხეს დაწინაურება. მილან რადინის გადაცემას ბარნს ოსეი გამოეხმაურა და ტექნიკური დარტყმით სადებიუტო შეხვედრაში სტუმართა კარი აიღო. შეხვედრის მე- 60 წუთზე დინამოელებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი გაატანეს ქარს. ნოდარ ქავთარაძე მილან რადინის გადაცემის შემდეგ ერთი ერთზე უტევდა, მაგრამ საბურთალოს გოლკიპერს ვერ აჯობა. 70- ე წუთზე უკვე მასპინძელთა კარი გადაურჩა გოლს. ჯერ ნიკა მალის შორეული გასროლა ხარიხამ მოიგერია, შემდეგ იური ტაბატაძის დარტყმული ომარ მიგინეიშვილმა უკუაგდო. მატჩის 72- ე წუთზე დინამოელთა შემადგენლობაში კიდევ ერთი აკადემიის აღზრდილის- გიორგი ჩხეტიანის დებიუტი შედგა. 88- ე წუთზე კიდევ ერთი დებიუტი, კახა ცხადაძემ დინამოს შემადგენლობაში მოედანზე მორიგი აკადემიის აღსაზრდელი, ახალგაზრდა გიორგი მაისურაძე შემოუშვა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილადა დინამომ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

 

დინამო  2-1  საბურთალო

გოლი: 1-0 მანდრიჩენკო ა.გ. 14’  1-1 ცნობილაძე 41’  2-1 ოსეი 51’ 

გაფრთხილება: პაპავა 8’  რადინი 56’  მალი 69’  სპორქსლედე 85’ 

 

დინამო: მიგინეიშვილი, კობოური, პაპავა, ხვადაგიანი, მექვაბიშვილი (ქარდავა 46), რადინი (გაბედავა 72), ხარაბაძე (მორჩილაძე 46), სპორქსლედე (მაისურაძე 88), ქავთარაძე (ჩხეტიანი 72), ოსეი, მარუშიჩი

საბურთალო: გოშაძე, კაკუბავა, მუდრაკი, მალი, ჯგერენაია, ოდუკო (ტაბატაძე 63), შ. ნონიკაშვილი (ძებნიაური 63), ცნობილაძე, მანდრიჩენკო (ლ. ნინუკაშვილი 63), შულაია (გულიაშვილი 78), გოჩოლეიშვილი (კვერნაძე 78)

 

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

 

 

 

 


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024