• Geo
  • Eng
03.07.2024
დასანანი მარცხი სუპერთასზე

დღეს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონმა საქართველოს სუპერთასის ფინალს უმასპინძლა. ტროფეის მოსაგებად ერთმანეთის პირისპირ დინამო და ტორპედო წარდგნენ.

 

შეხვედრა თბილისელთათვის არასასურველად დაიწყო, სტუმრებმა ანგარიში მე-3 წუთზე ელიტონ ჟუნიორის დარტყმით გახსნეს. მასპინძლები მალევე შევიდნენ სათამაშო რიტმში და მეთოდურად ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს, რამდენიმე ნახევრად სახიფათო მომენტს კი ნოდარ ლომინაძის შეტევა მოჰყვა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში მიიღო, თუმცა ზუსტად ვეღარ დაარტყა. ტაიმის შუაში ოსკარ სანტისმა ორჯერ გაამწვავა შეტევა. პირველ მომენტში საჯარიმოს მისადგომებიდან მისი ტექნიკურად დარტმული, ხოლო მეორედ ნახევარბრუნში შესრულებული დარტყმები მეკარემ უკუაგდო. ისიც სათქმელია, რომ ტორპედოელთა მეკარემ განსაკუთრებით მეორე ტაიმში არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია. საპასუხო სწრაფი შეტევა ტორპედომაც განახორციელა და ამჯერად უკვე მიხეილ მაქაცარიამ ითამაშა მაღალ დონეზე. მეორე ტაიმში დინამოელთა სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა და მეტოქის კარზე ზეწოლამაც იმატა, რასაც რამდენიმე სადაო ეპიზოდი მოჰყვა. ჯერ მეტოქის საჯარიმოში ხელით თამაშზე აპელირებდნენ დინამოელები, ხოლო ცოტახანში გვატემალელის გოლი მსაჯმა ვართან შეთანხმებით თამაშგარის გამო გააუქმა. სტუმართა კონტრშეტევას კი 61-ე წუთზე ნიკოლა ნინკოვიჩის გოლი მოჰყვა და დინამოელები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. დედაქალაქელებმა ცვლილებებს მიმართეს, მოედანზე დინამოში იჯარით დაბრუნებული საბა ხვადაგიანიც გამოჩნდა. დინამომ დარჩენილ დროში ფაქტიურად შტურმი მოაწყო მეტოქის კართან. მასირებულ შეტევებს და კარში დარტყმებს ფილიპ კლიაიჩი ეღობებოდა. 85-ე წუთზე დინამოელებმა მაინც მოახერხეს კარის აღება, სადებიუტო გოლი ძლიერი გასროლით ნიკა ცეცხლაძემ ჩაიწერა ანგარიშზე. მალევე სანდრო კალანდაძემ დაარტყა სახიფათოდ, ბურთი კი ცარიელი კარიდან გიული მანჯგალაძემ გამოიტანა. ამ ეპიზოდშიც კარის ხაზის გადაკვეთასთან სადაო სიტუაცია შეიქმნა, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ანიშნა. კომპენსირებულ დროშიც არაერთი სახიფათო შეტევა განხორცილდა, თუმცა მეტი გოლი თბილისელებმა ვერ გაიტანეს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024