რუსთავში, ფოლადის სტადიონზე გამართული VIII ტურის შეხვედრა, სიონი – დინამო ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში დინამოს რუმინელმა ლეგიონერმა, დორინ გოგამ მეშვიდე წუთზე გახსნა. მასპინძელთა რიგებიდან 16–ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა თორნიკე აფციაურმა აღადგინა. შეხვედრის 37–ე წუთზე საჯარიმო დარტყმა დორინ გოგამ შეასრულა და საკუთარ აქტივში დუბლი მიითვალა. დინამოელებმა მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანეს. 65–ე წუთზე მეტოქის კარში ბურთი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა, საფინალო ანგარიში კი დორინ გოგამ 78–ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა. რვა ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დინამოელებს 19 ქულა დაუგრვდათ და თბილისელი ფეხბურთელები სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
სიონი 1:4 დინამო
გოლები: 0:1 გოგა 7’ 1:1 აფციაური 16’ 1:2 გოგა 37’ მერებაშვილი 65’ 1:4 გოგა 78’
სიონი: ბათიაშვილი,აბრამიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, აფციაური (ჩივაძე 83’), ბიბილეიშვილი, გოგობერაშვილი, იმედაშვილი, კახელიშვილი, სამხარაძე (ხუჭუა 73’), ახალაია (მიკუჩაძე 62’)
დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, (გლიშიჩი 88’) ჩისკო (ვუო 76’), დვალი, კვირკველია, გოგა (გრიგალაშვილი 85’)
გაფრთხილება: აბრამიძე 35', აფციაური 73' – გოგა 73', გველესიანი 75'