ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელსაც გასული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოევლინა, დასრულდა. გულშემატკივრებმა დინამო 3:2 ტორპედოს საუკეთესო მოთამაშედ დინამოს ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ დაპირისპირებაში ორი გატანილი ბურთით გამოირჩა. ჩისკომ ინტერაქტივში 230 ხმა მიიღო და მეორე ადგილოსან თანამემამულეს, კარლეს კოტოს, 22 ხმით აჯობა.