ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმდინარე გამოკითხვ, რომელსაც გასული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოევლინა, დასრულდა. გულშემატკივარმა დინამო 3:2 ტორპედოს საუკეთესო მოთამაშედ დინამოს ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო მუნიოსი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ დაპირისპირებაში ორი გატანილი ბურთით გამოირჩა. ჩისკომ ინტერაქტივში 230 ხმა მიიღო და მეორე ადგილოსან თანამემამულე კარლეს კოტოს 22 ხმით აჯობა.