უკრაინის დედაქალაქში, კიევის დინამოს დაარსებიდან 85 წლის თავისადმი მიძღვნილი ტურნირი დასრულდა. ვიქტორ ბანიკოვის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა ჩვენი აკადემიის აღსაზრდელებმა, მოსკოველ თანაკლუბელებთან მინიმალური ანგარიშით – 1:2 წააგეს.
ოთხთა ტურნირში, რომელიც ოლიმპიური სისტემით გაიმართა, მონაწილეობა თბილისის, კიევის, მინსკისა და მოსკოვის დინამოს 13–წლამდელთა გუნდებმა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა, რომელის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე არის, ფინალში თამაშის უფლება კიევის დინამოსთან გამარჯვებით მოიპოვეს.