სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1432 1433 1434 1435 1436 1437 1438 1439 1440 ... 1666 Next 15 იანვარი2013 ლაშა შინდაგორიძე – იმედი მაქვს გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანას შევძლებ დინამოში ითამაშებს 19 წლის შემტევი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც უკანასკნელად ზესტაფონის დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა. ლაშამ ფეხბურთის თამაში სასკოში, 2001 წლიდან დაიწყო, სადაც ცხრა წელი დაჰყო. 15 იანვარი2013 დინამოში ნიკა დიასამიძე ჩაირიცხა ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ბათუმის დინამოს ექს–ფეხბურთელი, 18 წლის ნახევარმცველი ნიკა დიასამიძეა. დიასამიძემ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ბათუმელთა შემადგენლობაში 16 შეხვედრა ჩაატარა და 4 გატანილი ბურთით, ზღვისპირელთა ერთ–ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 15 იანვარი2013 დინამომ დაიწყო დინამოელები სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგნენ. დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დუშან უჰრინმა 2013 წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. 14 იანვარი2013 დინამოს გიორგი შაშიაშვილი დაუბრუნდა შვიდწლიანი განშორების შემდეგ დინამო თბილისს გიორგი შაშიაშვილი დაუბრუნდა. 33 წლის მცველმა ჩვენს გუნდში სადებიუტო მატჩი 1996/97 წლების სეზონში ითამაშა. გიორგი შაშიაშვილმა, რომელიც ოთხი სეზონი კაპიტნის სამკლაურით უძღვებოდა გუნდს, დინამოს მაისურით ზედიზედ რვა სეზონი ჩაატარა. 14 იანვარი2013 სამედიცინო შემოწმება დღეს დინამოელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაზასთან არსებულ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება დაასრულეს.