შაბათს 27 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურში ჩვენი დინამო არენაზე ზესტაფონის ზესტაფონს უმასპინძლებს. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.
27 ოქტომბერს ეროვნულ პირველობაზე დინამოს შვიდი მატჩი აქვს გამართული. აქედან ექვსში თბილისელებმა იმარჯვეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბურთების ბალანსია 17/2. 1991 წელს ჩვენმა გუნდმა ზესტაფონში ადგილობრივი მარგვეთი დიდი ანგარიშით 6–1 დაამარცხა. კაჭარავას ჰეთ–თრიქსა და ინალიშვილის დუბლს, ერთი ბურთიც ყაველაშვილმა მიამატა. 1997 წელს ჭიათურაში მაღაროელთან 1–1 დასრულდა მატჩი. გოლი კიკნაძემ გაიტანა. 2001 წელს ზირაქიშვილის გოლით რუსთავში გორდა მინიმალური ანგარიშით დავამარცხეთ. 2002 წელს დინამომ ფოთში კოლხეთს ხუთი უპასუხო ბურთით აჯობა. თავის გამოჩენა მოახერხეს ამისულაშვილმა, ბობოხიძემ, ანჩაბაძემ, ბურდულმა და ალექსიძემ. მომდევნო წელს ასევე ალექსიძის დუბლით ასევე კოლხეთი 2–0 დავამარცხეთ. 2007 წელს თბილისელებმა სპასოევიჩის და აკირემის გოლებით ახალციხეში მესხეთს 2–0 აჯობეს. 2010 წელს ისევ კოლხეთი და ისევ 5–0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ლექვთაძემ ორჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო თითო გოლი ხმალაძემ, მუჯირმა და კვარაცხელიამ გაიტანეს.
სსრკ– ს ჩემპიონატში 27 ოქტომბერს დინამო თბილისმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ამათგან ერთი თბილისელებმა მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსია 8/13. 1939 წელს მოსკოვში სპარტაკმა სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა დინამო. მომდევნო სეზონში ვოლგოგრადში როტორმა გვაჯობა 2–1. გოლი დინამოელთა შემადგენლობიდან პაიჭაძემ გაიტანა. 1959 წელს თბილისელებმა მოსკოვის ცსკა–ს დიდი ანგარიშით 4–1 აჯობეს. შეხვედრაში კალოევმა ორჯერ გამოიჩინა თავი, თითო გოლი კი ბარქაიამ და მელაშვილმა გაიტანეს. 1963 წელს მტკვრისპირელები სახლში დამარცხდნენ. დონის როსტოვის სკა– მ მინიმალური ანგარიშით 0–1 გვაჯობა. 1976 წელს დონეცკის შახტიორმა 3–1 დაამარცხა ჩვენი გუნდი, გოლი კი დარასელიამ გაიტანა. 1978 წელს ლენინგრადში ზენიტმა 1–0 მოუგო დინამოს. 1989 წელს კიევში სეხნიებთან თამაში ფრედ 2–2 დასრულდა. გოლები ქეცბაიამ და გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სსრკ– ს პირველობაზე ეს იყო დინამო თბილისის უკანასკნელი შეხვედრა. ამ მატჩის შემდეგ ქართული და საბჭოთა ფეხბურთის ფლაგმანი გამოეყო სსრკ–ს ჩემპიონატს.