უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, ზესტაფონის წინააღმდეგ ჩაატარებს. 27 ოქტომბერს გასამართი მატჩის წინ კომენტარის გაკეთება ექს–ზესტაფონელ ირაკლი ძარიას ვთხოვეთ.
ირაკლი ძარია – შეიძლება ითქვას, რომ მე როგორც ფეხბურთელი ზესტაფონში ჩამოვყალიბდი. ამ გუნდში ხუთი წელი ვითამაშე, თუმცა დღეს დინამოს მაისურით ვთამაშობ და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. იქიდან გამომდინარე, რომ ზესტაფონი უშუალო კონკურენტია, მომავალ შეხვედრაში მათთან მოპოვებული გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება. გულშემატკივარი ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის, იმედი მაქვს მომავალ საშინაო თამაშს მოვიგებთ და დინამოს ერთგულ გულშემატკივარს გავახარებთ.