ჩვენი კლუბის საფეხბურთო აკადემიის გუნდი კიევის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. უკრაინის დედაქალაქში ტრადიციული, რიგით მე-15 საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ტურნირში – ვიქტორ ბანიკოვის თასზე, რომელიც კიევის დინამოს დაარსებიდან 85 წლისთავისადმია მიძღვნილი, კიევის, მოსკოვის, მინსკის და თბილისის დინამოელების საფეხბურთო აკადემიის გუნდები იღებენ მონაწილეობენ. ტურნირი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს. ჩვენი კლუბის ღირსებას 1999 წლიანთა გუნდი იცავს, რომელსაც ოთარ გაგნიძე წვრთნის. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე კიეველი თანაკლუბელები იყვნენ. მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ფეხბურთელები აგებდნენ, მაგრამ ჯიქიას და თაგვიაშვილის მიერ გატანილი გოლებით, ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. 11 მეტრიანების სერიაში კი გამარჯვება ქართველ ფეხბურთელებს დარჩათ – 4:1. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ხვალ გაიმართება, ჩვენი გუნდის მეტოქე მოსკოველი თანატოლები იქნებიან.
კიეველ თანატოლებთან შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:
გურგენიძე, კიკალიშვილი, ნინუა, ქაფიანიძე, ბადაშვილი, ქოჩორაშვილი, თაგვაშვილი (უგრეხელიძე), ქუცია (სართანია), ვაშაკიძე (სამსონია), ჩაკვეტაძე, ჯიქია (თაგვიაშვილი)