დღეს ლეგენდარული მიხეილ მესხის დაბადების დღეა. მან პირველი შეხვედრა დინამოში 17 წლის ასაკში ჩაატარა. იგი 15 წლის მანძილზე იცავდა ჩვენი გუნდის ღირსებას. 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1960 წლის ევროპის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული, წლების მანძილზე საბჭოთა ნაკრების ლიდერი, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავადაც სპეციალურად დადიოდნენ სტადიონზე და ტაიმებს სხვადასხვა ტრიბუნიდან უყურებდნენ – იქედან, საიდანაც შეიძლებოდა ახლოდან გედევნებინა თვალი ფეხბურთის ჯადოქრის თამაშისთვის, სადაც მესხის ფლანგი იყო, სადაც არ გამოგრჩებოდა მესხის არცერთი ფინტი და მოძრაობა, საიდანაც უკეთ იქნებოდი დღესასწაულის თვითხმილველი და თანამონაწილე. მიშა მესხი ნაადრევად 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს მისი 76- ე დაბადების დღეა.