• Geo
  • Eng
30.01.2013
დუბლების მორიგი ამხანაგური

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა საჩხერის ჩიხურას უმასპინძლეს. დუბლშემადგენლობათა შორის გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის 18–ე წუთზე მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომის შედეგად საბა ლობჟანიძემ გახსნა. შეხვედრის 65–ე წუთზე სტუმრებმა თანაფარდობა აღადგინეს და საფინალო რეზულტატიც დაფიქსირდა.

 

ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობის თავკაცმა, ვასილ მაისურაძემ, დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

 

შერმადინი, მელიქიძე (ნოზაძე 72’), მურუსიძე (მაისურაძე 83’), მესხი (ნიკურაძე 72’), კვარაცხელია (ჯაფიაშვილი 46’), ჭეჭელაშვილი, კიტოვანი (მურცხვალაძე 46’), თევზაძე, მაჭავარიანი, ლობჟანიძე, წილოსანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024