• Geo
  • Eng
30.01.2013
კიდევ ერთი გამარჯვება ბენდელას თასზე

დღეს ზაზა ბენდელიანის სახელობის მემორიალზე დინამოელებმა მორიგი მატჩი გამართეს. დინამო 2 რუსთავის ფოლადის სტადიონზე ადგილობრივ მეტალურგს დაუპირისპირდა და მეტოქეს 2:1 მოუგო.

რამაზ მუმლაძის შეგირდებმა ანგარიში 25–ე წუთზე გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შესული კაკაბაძე მეტალურგის ფეხბურთელმა წააქცია და თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ლაშა პარუნაშვილმა პენალტი ზუსტად გამოიყენა და დინამოელები დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა გიორგი არახამიას, თუმცა მისი დარტყმული მცირედით ასცდა რუსთაველთა კარს.

მეორე ნახევარის დებიუტში თბილისელმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდეს. მეტალურგის კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან ლაშა ჩაფიძემ ბურთი პირდაპირ კარში გადაგზავნა – 2:0 დინამოელთა სასარგებლოდ. მატჩის 74–ე წუთზე საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯმა სანდრო გურეშიძეს წითელი ბარათი უჩვენა, თერთმეტმეტრიანით კი მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს – 2:1

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასეთი იყო:

სეფიაშვილი (ხაინდრავა 46’), სამხარაძე, გურეშიძე, ჟვანია (კაკულია 46’), კაკაბაძე, სარიშვილი (მახარობლიძე 46’), რეხვიაშვილი (პაპუნაშვილი 46’), პარუნაშვილი (თურმანიძე 46’), ფოცხვერია (რუხაძე 46’), ზივზივაძე (ჯიშკარიანი 46’), არახამია (ჩაფიძე 46’)

გაფრთხილება: ჯიშკარიანი, კაკულია

გაძევება: გურეშიძე

დინამოელები ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მორიგ, რიგით მესამე შეხვედრას 2 თებერვალს, ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024