საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდისთვის ემზადება და იწყებს შეკრებას. გუნდი მომზადებას თბილისში, პირველიდან ექვს თებერვლამდე გაივლის და ადგილობრივ კლუბებთან გამართავს ტესტ–მატჩებს. შეკრებაზე ჩვენი კლუბიდან შვიდი ფეხბურთელია გამოძახებული: ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გია ნიკვაშვილი, ალექსანდრე კვარაცხელია და ზურაბ თევზაძე ახალგაზრდა ჯვაროსნებთან ერთად გაივლიან მზადებას.