დღეს ჩვენი გუნდის ოქროს თაობის ვეტერან მცველს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს და ღირსების ორდენის კავალერს– ნოდარ ხიზანიშვილს, 60 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1973 წლიდან 1982 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 232 შეხვედრაში 1 გოლი გაიტან. არის სსრკ– ს 1978 წლის ჩემპიონი, 1977 წლის ვერცხლისმედალოსანი და სამგზის პრიზიორი (1976 გაზაფხული–შემოდგომა, 1981). 1976 წლის ბროლის თასის მფლობელი და 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. ორჯერ, 1981 და 82 წლებში დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.
ვულოცავთ ბატონ ნოდარს 60 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.