• Geo
  • Eng
24.12.2012
საახალწლო წვეულება დინამოში

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ, დინამოს ბაზაზე წინასაახალწლო წვეულება გაიმართა. ზამთრის შესვენების წინ, კლუბის პრეზიდენტმა– ბატონმა რომან ფიფიამ სადღესასწაულო წვეულებაზე დინამოელებს მოახლოვებული შობა-ახალი წელი მიულოცა და  გამოთქვა რწმენა, რომ 2013 წელი ჩვენი გუნდისთვის დიდი გამარჯვებების წელი იქნება და დინამო შეძლებს ქართველი გულშემატკივრების გახარებას. საღამო საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024