• Geo
  • Eng
02.02.2013
დინამო–2 ბენდელაზე სრული სვლით

ზაზა ბენდელიანის სახელობის ტურნირზე დინამოელებმა ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა გამართეს. დღეს დინამო–2 ცხინვალის სპარტაკს დაუპირისპირდა და მეტოქე სამი ბურთის სხვაობით – 5:2 დაამარცხა.

 

მეტოქის კარში ორი გატანილი გოლით გამოირჩა ლაშა ჩაფიძე. ვაჟა მათიაშვილმა, ვატო ფოცხვერიამ და გიორგი არახამიამ სპარტაკს თითო გოლი გაუტანეს.

 

დღევანდელ შეხვედრაში რამაზ მუმლაძემ შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

სეფიაშვილი (ხაინდრავა 75’), სამხარაძე, კაკულია (ჟვანია 68’), გურეშიძე, საბაძე, რეხვიაშვილი (სარიშვილი’), მახარობლიძე (გაბელია 46’), პარუნაშვილი (ჯიშკარიანი 46’), რუხაძე (ფოცხვერია 46’), მათიაშვილი (არახამია 46’), ჩაფიძე (თურმანიძე 64’)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024