სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1387 1388 1389 1390 1391 1392 1393 1394 1395 ... 1662 Next 1 მაისი2013 მერაბ ვარძუკაშვილი იუბილარია ჩვენი გუნდის ექიმი– მერაბ ვარძუკაშვილი იუბილარია. დღეს იგი 32 წლის გახდა. 30 აპრილი2013 დინამოელები XXIX ტურის სიმბოლურში სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. XXIX ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ხუთი დინამოელი - გიორგი ლორია, გიორგი სეთურიძე, გივი კვარაცხელია, ირაკლი ძარია და მიკელ ალვარო შეიყვანა. 29 აპრილი2013 დუბლების ფეხბურთელთა კომენტარები დუბლშემადგენლობათა გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, დინამოელებმა ჩემპიონი გახდა. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი დუბლშემადგენლობის ოთხ ფეხბურთელს – თენგიზ კიტოვანს, გიორგი პაპუნაშვილს, ჭიაბერ ჭეჭელაშვილს და ოთარ კაკაბაძეს გაესაუბრა. 29 აპრილი2013 დუბლების გამოსვლას ვასილ მაისურაძე აფასებს დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა. დინამოელებმა შარშანდელი შედეგი გაიმეორეს და გათამაშება ზედიზედ მეორედ პირველ საფეხურზე დაასრულეს. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული დინამო 3:1 მეტალურგის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დინამოს დუბლშემადგენლობათა მთავარი გუნდის მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს, საჩემპიონო სეზონის შეფასება ვთხოვეთ. 29 აპრილი2013 დუბლების პირველობას კვლავ დინამო იგებს დუბლშემადგენლობათა გათამაშების ოცდამეათე ტურის შეხვედრა დინამოელებმა შინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლია და გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.