თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა დინამოელებმა ორდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს. დღეს დიღმის საწვრთნელ დინამოელებმა ორჯერ ივარჯიშეს. გუნდთან ერთად იმყოფებიან 28 წლის გერმანელი მოთამაშე პატრიკ მილხრაუმი და 22 წლის სენეგალელი ემანუელ მენდი. ჩვენი გუნდი თბილისში კიდევ სამ დღეს დაჰყოფს და გეზს კვლავ თურქეთისკენ აიღებს. 5–დან 15–თებერვლამდე ანთალიაში დინამოელები სასტუმრო Mardan Palace–ში იცხოვრებენ. სეზონის დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე თბილისელი ფეხბურთელები ოთხ სპარინგ მატჩს გამართავენ.
7 თებერვალი / დინამო – ამკარი (რუსეთი)
9 თებერვალი / დინამო – პოლონია (პოლონეთი)
11 თებერვალი / დინამო – ტირასპოლი (მოლდოვეთი)
13 თებერვალი / დინამო – ზარია (უკრაინა)