• Geo
  • Eng
12.02.2013
რომან ფიფია – ფეხბურთს საზღვრების გახსნა შეუძლია

გუშინდელ შეხვედრას მოლდოვის ტირასპოლთან, ჩვენი კლუბის პრეზიდენტი, რომან ფიფია ესწრებოდა. ბატონ რომანს ჩვენი გუნდის მზადებასთან დაკავშირებით დავეკითხეთ.

რომან ფიფია – მთავარია ყველა ძალიან მონდომებულია, რომ სეზონის განახლებას დინამო სათანადოდ მომზადებული შეხვდეს და საამისოდ გუნდს ყველა პირობა აქვს. ტირასპოლის სახით საინტერესო მეტოქე გვყავდა. საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, დნესტრისპირეთის გუნდები მოლდოვის ჩემპიონატში მონაწილეობენ და მოწინავე პოზიციებზეც იმყოფებიან. მისაბაძი მაგალითია. ფეხბურთს საზღვრები არა აქვს. ფეხბურთს საზღვრების გახსნა შეუძლია. ქართველებს აფხაზებთან და ოსებთან თანაარსებობის გარეშე მომავალი ალბათ ვერ წარმოგვიდგენია. ჩვენ ხომ საერთო წარსული და საერთო მომავალი გვაქვს. აფხაზეთის და ცხინვალის გუნდები საქართველოს ჩემპიონატში – შესანიშნავი იქნებოდა. აფხაზი და ოსი ფეხბურთელები ხომ ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებაში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024