თურქულ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა მორიგი სპარინგი, მოლდავეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსან ტირასპოლთან გამართეს. მატჩის მეცხრე წუთზე ჯაბა დვალმა თანაგუნდელები დააწინაურა – 1:0. შეხვედრის პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარში მეტოქემ ჯერ თამაშის გათანაბრება მოახერხა, შემდეგ კი 66–ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა აღდგა. ტირასპოლი 78–ე წუთზე დაწინაურდა 1:2, მოლდაველთა მეკარის შეცდომის შედეგად მატჩის მიწურულს ანგარიშში თანაფარდობა აღსდგა – 2:2
დღევანდელ სპარინგში დუშან უჰრინმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:
ლორია (ზარქუა 46’), გველესიანი, ძარია (პაპავა 84’), გლიშიჩი (სეთურიძე 64’), პაპავა (ხმალაძე 46’), ჯიღაური (მილხრაუმი 59’), კვარაცხელია (შაშიაშვილი 64’), მერებაშვილი (კოტო 59’), დვალი (დიასამიძე 67’), მენდი (რეხვიაშვილი 64’), შინდაგორიძე (ტატანაშვილი 35’)
ტირასპოლთან სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ ლევან ტყეშელაშვილს, დავით ხოჭოლავას, მიკელ ალვაროს, ჩისკოს და უსტარიცს.
მატჩის მიმდინარეობას კლუბის ხელმძღვანელობა და დინამოს პრეზიდენტი – ბატონი რომან ფიფია ადევნებდა თვალს.