დღეს დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლამ მოზარდ ფეხბურთელთა მშობლებს უმასპინძლა. ჩვენი გუნდის საფეხბურთო აკადემიისა და სკოლის ხელმძღვანელმა – გიორგი მინაშვილმა, აკადემიისა და სკოლის ფიზმომზადების მწვრთნელმა, რიკარდო დევივომ და დინამოს საფეხბურთო სკოლის ბაზის დირექტორმა, არჩილ კეკელიამ მშობლებს დინამოს საფეხბურთო სკოლის სამომავლო მიზნები და ამოცანები გააცნეს.
დინამოს საფეხბურთო სკოლის ცხრა ასაკობრივი გუნდის ვარჯიშების განრიგი:
სამშაბათი – ხუთშაბათი
შეკრება 19:20 საათი
ვარჯიში 19:45
2006 წელს დაბადებულები (სკოლის U6 გუნდი)
2005 წელს დაბადებულები (სკოლის U7 გუნდი)
2004 წელს დაბადებულები (სკოლის U8 გუნდი)
2003 წელს დაბადებულები (სკოლის U9 გუნდი)
2002 წელს დაბადებულები (სკოლის U10 გუნდი)
ორშაბათი – ოთხშაბათი – პარასკევი
შეკრება 19:20 საათი
ვარჯიში 19:45
2001 წელს დაბადებულები (სკოლის U11 გუნდი)
2000 წელს დაბადებულები (სკოლის U12 გუნდი)
1999 წელს დაბადებულები (სკოლის U13 გუნდი)
1998 წელს დაბადებულები (სკოლის U14 გუნდი)
დღესვე დინამოს საფეხბურთო სკოლის მოედნებზე ჩვენი აკადემიის გუნდებმა პირველი ოფიციალური მატჩები ჩაატარეს. ირაკლი ჩიტაურის გაწვრთნილი აკადემიის U10 გუნდი საბურთალოს თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქეს 8:1 სძლია. ბაგრატ ჩადუნელის გაწვრთნილმა U12 გუნდმა კი საბურთალოს თანატოლთა გუნდს 3:2 დაამარცხა