სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1378 1379 1380 1381 1382 1383 1384 1385 1386 ... 1666 Next 28 მაისი2013 გამოკითხვა – სეზონის საუკეთესო გოლი დინამოელებმა სეზონი ოქროს დუბლით დაასრულეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა და საქართველოს თასი მოიპოვა. 11 გოლიდან გულშემატკივარი ერთს საუკეთესოს ამოარჩევს. 27 მაისი2013 დინამო–2 სეზონს გამარჯვებით ასრულებს საქართველოს პირველი ლიგის გათამაშების ბოლო, XXXIII ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილი დინამო–2 ხონში, ადგილობრივ იმერეთს დაუპირისპირდა. დედაქალაქელებმა მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით – 4:1 სძლიეს. 27 მაისი2013 სეზონის ნომინანტები სპორტული გამოცემა ლელო უმაღლესი ლიგის 2012/2013 სეზონის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. ეროვნული ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ შვიდი დინამოელი – გიორგი ლორია, გივი კვარაცხელია, ლევან ხმალაძე, მიკელ ალვარო, ჩისკო მუნიოსი, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი შეიყვანა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი ჩვენი გუნდის ჩეხი თავკაცი – დუშან უჰრინი დასახელდა. 27 მაისი2013 თამაზ სამხარაძე იუბილარია ჩვენი გუნდის მწვრთნელი– თამაზ სამხარაძე იუბილარია. დღეს იგი 46 წლის გახდა. 25 მაისი2013 ქუთაისელი ქომაგი: ფიფიას დამოკიდებულებამ დინამოსადმი სიყვარული გამიასმაგა საქართველოს თასის ფინალში თბილისის დინამოსა და საჩხერეს ჩიხურას შეხვედრას არც ისე ბევრი მაყურებელი დაესწრო - მაქსიმუმ 3 თუ 4 ათასი, რაც ამ დონის ღონისძიებისთვის კატასტროფულად მცირე რაოდენობაა.