საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. დედაქალაქელებმა ანგარიში 31–ე წუთზე გახსნეს. გიორგი შაშიაშვილის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ჩისკომ შეასრულა, ესპანელმა ლეგიონერმა სტანდარტიდან ირაკლი ძარიას გადააწოდა, რომელმაც ზუსტი, შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 38–ე წუთზე დინამოელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. საჯარიმოში დინამოს ბასკმა დებიუტანტმა, უსტარიცმა ჩააწოდა, დასწრებაზე კი გიორგი შაშიაშვილამა ითამაშა კარგად და ბურთი კოლხეთის კარის ბადეში გაეხვა – 2:0. შეხვედრის საფინალო ანგარიში მატჩის 67–ე წუთზე დაფიქსირდა, ჩისკოს ზუსტი დარტყმა და ანგარიში 3:0 გახდა.
ამრიგად დინამოელებმა ორი მატჩის ჯამში ფოთის კოლხეთს 4:0 მოუგეს და 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
დინამო თბილისი 3:0 კოლხეთი ფოთი
გოლები: 1:0 ძარია 31’
2:0 შაშიაშვილი 38’
3:0 ჩისკო 67’
დინამო: ლორია, ძარია (კოტო 80’), კვარაცხელია, მერებაშვვილი, ალვარო, ჩისკო (ხოჭოლავა 80’), დვალი, შაშიაშვილი, მილხრაუმი, უსტარიცი, გრაიციარი (ხმალაძე 69’)
კოლხეთი: ბუბუტეიშვილი, ფარულავა, კილასონია, გოგონაია, კრასკოვსკი, ჩადუნელი, ჯანაშია, ლორია (ქორჩილავა 70’), ხოშტარია (რუხაძე 46’), წაბრია (გულუა 46’), როსინი
გაფრთხილება: კრასკოვსკი