საქართველოს თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას დინამოელები 2 მარტს, საკუთარ მოედანზე, ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი დინამო არენაზე 14:00 საათზე დაიწყება.
2 მარტს დინამომ ეროვნულ ასპარეზზე სამი მატჩი გამართა. 1999 წელს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში თბილისის არსენალს 7:1 მოუგო. თანაქალაქელთა კარში ორი გატანილი გოლით მიხეილ აშვეთია და რატი ალექსიძე გამოირჩნენ, თითო ბურთი კი კლიმენტი წიტაიშვილმა, ვალტერ გუჩუამ და ლევან მიქაძე გაიტანეს. 2002 წლის 2 მარტს დინამოელებმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს და მეტოქეს 3:0 სძლიეს. გოლები გიორგი მიქაძემ, ლადო ბურდულმა და გიორგი შაშიაშვილმა შეაგდეს. თბილისელმა ფეხბურთელებმა 2 მარტს ბოლოს ოფიციალური თამაში 2007 წელს ჩაატარეს. დედაქალაქელებმა გასვლით მატჩში სანდრო კობახიძისა და გიორგი ფეიქრიშვილის გოლებით გორის დილას 2:1 სძლიეს.