• Geo
  • Eng
12.03.2013
გურია – დინამოს ლაშა სილაგავა განსჯის

საქართველოს თასის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ლანჩხუთში ხვალ გამართავს. ევგრაფი შევარდნაძეზე გურია – დინამოს დაპირისპირებას ლაშა სილაგავა განსჯის.

უკანასკნელი თამაში, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა ეროვნულ ჩემპიონატში გამართული ვიტ ჯორჯია 0:2 სიონი არის. აღნიშნულ შეხვედრაში სილაგავამ ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა. ოთხი ყვითელი ვეტერინარებს უჩვენა, ერთი კი – ბოლნისელ ფეხბურთელს.

დინამოს მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს გასულ წელს, დინამო არენაზე, დინამო 3:0 დილა იმსაჯა. სადაც მან შეხვედრის მონაწილენი ხუთჯერ გააფრთხილა, სამი ფეხბურთელი კი მოედნიდან გააძევა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 90 თამაში / 295 ყვითელი / 13 წითელი / 14 პენალტი

პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 16 თამაში / 44 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენნალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024