• Geo
  • Eng
16.03.2013
17 მარტი დინამოს ისტორიაში

17 მარტს საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩში, დინამო თბილისი საკუთარ არენაზე გორის დილას უმასპინძლებს. ტურიც ცენტრალური შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

17 მარტს ეროვნულ პირველობაზე დინამოს ოთხი მატჩი ჩაუტარებია. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამი მატჩში კი დინამოელებმა იმარჯვეს. ბურთების ბალანსი 11/2 თბილისელთა სასარგებლოდ. 1993 წელს დინამომ ზესტაფონში ადგილობრივ მარგვეთთან ითამაშა ფრედ 1–1. გოლის გატანა შოთა არველაძემ მოახერხა. 1999 წელს თბილისელებმა ბოლნისში სიონი 3–1 დაამარცხეს. აშვეთიას დუბლს ერთი გოლი ტუღუშმა მიამატა. 2002 წელს ჩვენმა გუნდმა ფოთის კოლხეთს უმასპინძლა. ბურდულისა და შაშიაშვილის გოლებით დინამომ 2–0 იმარჯვა. 2007 წელს კი რიონისპირელებმა უმასპინძლეს მტკვრისპირელებს და დიდი ანგარიშით 0–5 დამარცხდნენ. სანდრო იაშვილმა ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, ხოლო თითო გოლი კობახიძის, მერებაშვილის და ხმალაძის ანგარიშზეა.

1985 წელს სსრკ– ს პირველობაზე 17 მარტს, დინამო ვილნიუსს ეწვია და თენგიზ სულაქველიძის გოლით ადგილობრივი ჟალგირისი 1–0 დაამარცხა.

1982 წლის 17 მარტს ჩვენმა გუნდმა უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეოთხედფინალში ვარშავის ლეგია მიიღო. მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1–0 დასრულდა. გოლი რამაზ შენგელიას ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024