• Geo
  • Eng
15.03.2013
დინამოელები ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები 22 მარტს, პარიზში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ორ დინამოელს – გიორგი ლორიასა და ირაკლი ძარიას უხმო.

 

საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრები 18–27 მარტს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ახალგაზრდა ჯვაროსანთა გუნდში ჩვენი გუნდიდან ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპავა, არჩილ ტვილდიანი და ლაშა ჩაფიძე არიან გამოძახებული. ახალგაზრდულ ნაკრების სამედიცინო შატბში კი ჩვენი  კლუბის წარმომადგენლები – დავით ხარაბაძე და ირაკლი ხუციშვილი იმუშავებენ.

 

ჩვენი ქვეყნის 19–წლამდელთა გუნდი 22–24 მარტს პოლონეთში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან გამართავს სპარინგებს, აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მესაღებად დინამოდან ორ ფეხბურთელს – ბუდუ ზივზივაძესა და საბა ლობჟანიძეს უხმეს.

 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 24–31 მარტს ევროპის ჩემპიონატის ელიტ–რაუნდის მატჩებს სლოვაკეთში, ქალაქ სენეცში გამართავს. მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში ერთი დინამოელი – თენგიზ გოროზია არის გამოძახებული.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024