• Geo
  • Eng
17.03.2013
მწვრთნელები დინამო – დილას აფასებენ

დინამო თბილისისა და გორის დილას დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – ჩვენთვის ძალზედ რთული თამაში იყო. პირველივე წუთიდან ვცდილობდით ინიციატივა ჩვენს ხელთ ყოფილიყო. შემდეგ უპირატესობას მეტოქე დაეუფლა. მატჩის პირველი თხუთმეტი წუთი კარგად დავიწყეთ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით და ბოლო ათ წუთში გოლის გატანაც შეგვეძლო –  მაგრამ ვერ მოვახერხეთ. შეგვეძლო ამ თამაშის მოგებაც და წაგებაც, აქედან გამომდინარე ფრე ნორმალურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ვალდას ივანაუსკასი – ვფიქრობ, რომ ასეთ თამაშებით ქართული ფეხბურთი დარჩება გამარჯვებული. მსგავს შეხვედრებში ფეხბურთელებისა და გუნდების სათამაშო კლასი კიდევ უფრო მაღლდება. დღეს საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა. ეს იყო ექვსქულიანი თამაში და ამ მატჩის მოგების შემთხვევაში ერთ–ერთი გუნდი რვა ტურით ადრე განსაკუთრებულ უპირატესობას იღებდა. სტუმრად აღებული ერთი ქულა ცუდი არ არის. მეტოქის სტანდარტებს ყურადღებით ვეკიდებოდით,  ვინაიდან დინამო ამ კომპონენტში სახიფათო იყო. საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება, წინ სანაკრებო პაუზაა და ის ფეხბურთელები რომლებსაც მიკრო ტრავმები აქვთ, მალე საბოლოოდ გამოჯანმრთელდებიან და ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024