• Geo
  • Eng
16.03.2013
დინამო – დილას თორნიკე გვანცელაძე განსჯის

უმაღლესი ლიგის XXIV ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება თორნიკე გვანცელაძე განსჯის. დინამო – დილას დაპირისპირებას ექვსკაციანი სამსაჯო ბრიგადა განსჯის.

 

უკანასკნელი მატჩი, რომელიც თორნიკე გვანცელაძემ იმსაჯა, პირველ ლიგაში გამართული თბილისის ლოკომოტივისა და ხობის კოლხეთის ფრედ დასრულებული დაპირისპირებაა.

 

თორნიკე გვანცელაძემ ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბოლოს გასულ წელს, დინამო 3:1 მარტვილის მერანი იმსაჯა. აღნიშნული მატჩის მთავარ არბიტრს არცერთი ბარათი არ უჩვენებია.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

თორნიკე გვანცელაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა - 60 თამაში / 229 ყვითელი / 7 წითელი / 10 პენალტი

პირველი ლიგა - 8 თამაში / 38 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

საქართველოს თასი - 6 თამაში / 27 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024