• Geo
  • Eng
16.03.2013
ჩვენი მეტოქე – დილა

ინამოელები 17 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის XXIV ტურის შეხვედრას დინამო არენაზე უახლოეს მდევართან, გორის დილასთან გამართავენ. დაირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერით შეგეძლებათ. ტურის ცენტრალური თამაში 18:00 საათზე დაიწყება.

 

შვიათი გამონაკლისების გარდა, ეროვნულ ასპარეზზე გამართულ შეხვედრებში, დინამოელები გორელ მეტოქეს მუდმივად ამარცხებდნენ. დღემდე დინამო და დილა ერთმანეთს 47–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრებში დედაქალაქელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 40 მოგება, 6 ფრე, 1 მარცხი. ბურთების შეფარდება 139:22–ზე არის. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ანგარიშით დინამოელებმა მეტოქე 2005 წლის 22 მაისს დაამარცხეს, შეხვედრა 9:0 დასრულდა.

 

ურჯ–თეთრები უახლოეს მდევართან სამქულიანი სხვაობის გაზრდას და მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. დუშან უჰრინის გუნდი სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის გამყარებას უშუალო კონკურენტის დამარცხებით შეეცდება.

 

ღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დინამოელებს საკუთარ მოედანზე ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ. 12 მატჩი 12 მოგება. 46 გატანილის საპასუხოდ მიღებული 11 ბურთი. პრინციპული თამაშის წინ თბილისელ ფეხბურთელებს ზურგს შთამბეჭდავი საშინაო სტატისტიკური მონაცემები უმაგრებს. მიმდინარე სეზონში, უმარლესი ლიგის პირველ ეტაპზე დინამოელებმა გორელ მეტოქეს დიდი ანგარიშით – 3:0 სძლიეს. საინტერესოა, თუ რომელ ფეხბურთელებზე შეაჩერებს არჩევანს დილას თავკაცი. გორელთა სასტარტო თერთმეტეული სავარაუდოდ ასეთი იქნება:

შეყრილაძე – კვახაძე, კვირკველია, ალადაშვილი, თოთაძე – არზიანი, გვალია, გოგუა, ლეონარდო – კახელაშვილი, ნათან ჟუნიორი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024