ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების მატჩების ტოტალიზატორი ევროპა-ბეთ-ის პროგრამიდან ამოღების შემთხვევებზე. 10 აპრილს საქართველოს თასის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი დინამო თბილისი - გურია ლანჩხუთი, ტოტალიზატორის პროგრამაში არ იყო შეტანილი. ჩვენი კლუბის მხრიდან მყისვე მოხდა რეაგირება ამ ფაქტზე. მატჩის დაწყებამდე დინამომ წერილით მიმართა აღნიშნულ კომპანიას, განემარტათ მიზეზები რის გამო არ იყო მატჩი პროგრამაში შეტანილი. ტოტალიზატორ ევროპა-ბეთ-ისგან ოპერატიული და ამომწურავი პასუხი მივიღეთ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით. სრულად გთავაზობთ მათ წერილს.