ზესტაფონის საფეხბურთო კლუბთან თამაშით დინამოელები უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველ წრეს დაასრულებენ. ჩვენი გუნდი ზესტაფონს სტუმრად დაუპირისპირდება, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი ეთერის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერითა და ჩვენი ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.
ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები იმერულ კლუბს დღემდე 27–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში თბილისური კლუბი ზესტაფონს სჯობნის – 13 მოგება, 6 ფრე, 8 მარცხი. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 34:25–ზე არის. ზესტაფონში გამართული უკანასკნელი მატჩი დინამოსა და ზესტაფონს შორის მასპინძელთა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.
საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის გულშემატკივარს. ჩემპიონობისთვის დარაზმული დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი, საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელ გამარჯვებულთან – ზესტაფონთან სამი ქულისთვის იბრძოლებს. თავის მხრივ იმერელი ფეხბურთელები იოლად არაფერს დათმობენ.
ტურის ცენტრალური შეხვედრად მონათლული დინამო – ზესტაფონი მაყურებელს ელის. სატურნირო თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის შეხვედრა განსაკუთრებული დინამოელები პოზიციების გამყარებას ეცდებიან, ზესტაფონელი ფეხბურთელები კი ქულათა მარაგის გაზრდისთვის იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ზესტაფონელ ფეხბურთელებს თამაში არ აქვთ მოგებული. ოთხი ჩატარებული შეხვედრა და ორი ქულა. კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდი ამჟამად მეხუთე პოზიციას იკავებს.
ფეროელებთან შეხვედრით დინამოელები უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველ წრეს სატურნირო ცხრილის მოწინავე ადგილზე დაასრულებენ. დუშან უჰრინის გუნდს უახლოეს მდევართან ოთხქულიანი ჰანდიკაპი აქვს და დედაქალაქელები ხვალინდელ მატჩში მორიგი სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ორი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე გაუმართა. თბილისში ჩატარებული მატჩი დინამოელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა, ზესტაფონში კი მასპინძლებმა, ანალოგიური ანგარიშით მოიგეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამოელები უახლოეს მდევარს 4 ქულით ასწრებენ და ლიდერობის გასამყარებლად გამარჯვება ესაჭიროებათ. ზესტაფონი კი საკუთარი მოედანზე ქულათა მარაგის გაზრდას შეეცდება.
ინტერესს იწვევს ზესტაფონის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი ფეროელები პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
კვასხვაძე, თედორე გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ორიოლ ლოზანო, აფციაური, ბაბუნაშვილი, იელიჩი, პეტკოვი, დემელი, წინაძღვრიშვილი