• Geo
  • Eng
15.04.2013
ჩვენი მეტოქე – მეტალურგი

იმდინარე სეზონში ჩვენი გუნდი მეტალურგს მესამედ დაუპირისპირდება. ამჯერად დედაქალაქელთა და რუსთაველთა გზა საქართველოს თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე გადაიკვეთა. 23 აპრილს, ფოლადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და თამაშის პირდაპირი ეთერის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

 

როვნულ ასპარეზზე დინამოელები რუსთავის გუნდს სულ 49–ჯერ დაუპირისპირნდნენ, აქედან 3 მატჩი საქართველოს თასზე შედგა. ერთი მოგება (2009 წლის ფინალი), ერთი ფრე და ერთი მარცხი. ასეთია სათასო სტატისტიკა, ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 6:4 არის.

 

ურნირი ნახევარფინალურ ეტაპის გავლა და ფინალურ მატჩი მონაწილეობის უფლების მოპოვებისთვის დინამოელების მსგავსად, თავდაუზოგავად იბრძოლებენ რუსთაველი ფეხბურთელებიც. ჩემპიონატის ზედა და ქვედა ექვსეული ლიდერები – დინამო და მეტალურგი გადამწყვეტი შეხვედრებისთვის ემზადებიან.

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მომავალ მეტოქეს, რუსთავის მეტალურგს, 2013 წელს გამართული 10 ოფიციალური შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული, საკუთარ მოედანზე კი არ დამარცხებულა.

 

ურჯ–თეთრები ხვალინდელი შეხვედრის მოგებას შეეცდებიან. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი ბრძოლას ორ ფრონტზე  აგრძელებს და სეზონის ბოლოს დუბლს – ჩემპიონობას და თასს უმიზნებს.

 

მაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე დინამო და მეტალურგი ერთმანეთს ორჯერ შეხვდა და გამარჯვება ორივეჯერ დედაქალაქელებს დარჩათ. 2012 წლის 11 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა რუსთავში ლევან ხმალაძის გოლით იმარჯვა. 31 ოქრომბერს, დინამო არენაზე გამართული მატჩი კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ჯაბა დვალმა და გივი კვარაცხელიამ გაიტანეს, რუსთაველმა ალექსანდრე ინწკირველმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

 

თული და დაძაბული შეხვედრა იქნება ფოლადზე. ორი გუნდი და ერთი  მიზანი. დინამო და მეტალურგი ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ.

 

ასულ ტურში დინამომ განმუხურში ზუგდიდს 2:0 სძლია, მეტალურგმა კი ფოთში, ადგილობრივი კოლხეთის წინააღმდეგ ფრედ – 0:0 ითამაშა. გუნდები ხვალინდელ მატჩს განსხვავებული გაბწყობით ეგებებიან, მასპინძლები საკუთარ მოედანზე იოლად არაფერს დათმობენ, დინამოელები კი თავის მხრივ, წარმატებული სვლის გაგრძელებას შეეცდებიან.

 

ნტერესს იწვევს მეტალურგის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი მეტალურგი პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

 

ბათიაშვილი, განუგრავა, ინწკირველი, მახვილაძე, გავაშელიშვილი, ქავთარაძე, მენთეშაშვილი, დობროვოლსკი, ლობჟანიძე, სიხარულიძე, ფიფია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024