უმაღლესი ლიგის XXVII ტურის მატჩი დინამოელებმა ზესტაფონში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ლევან ხმალაძემ, შეხვედრის 50–ე წუთზე გაიტანა.
ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, თედორე გრიგალაშვილი, იელიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი, დემელი, გორგიაშვილი (რეკრუკი 66’), ლოსანო, კუტალია, ენდელაძე (სამუშია 60’)
დინამო: ლორია, ძარია, გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, კოტო (ალვარო 70’), მერებაშვილი (დვალი 84’), ჩისკო (ტატანაშვილი 90’), შაშიაშვილი, გრაიციარი
გაფრთხილება: ლოსანო, ღონღაძე – გრაიციარი, გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია