• Geo
  • Eng
20.04.2013
დუბლებმა ქუთაისში იმარჯვეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXIX ტურის შეხვედრა დინამოელებმა ქუთაისში, ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლია. დედაქალაქელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს, მეექვსე წუთზე საჯარიმოში სტანდარტიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში ზუსტი თავური დარტყმით ვაჟა მათიაშვილმა გადაგზავნა – 0:1 დინამოელთა სასარგებლოდ. ჩვენმა ფეხბურთელებმა მორიგი გოლი მეორე ტაიმის განახლებისთანავე გაიტანეს. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ზუსტად შეასრულა – 0:2 თბილისელმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. დინამოელებმა შეხვედრის 50–ე წუთზე უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს, გოლი გაგა მურცხვალაძემ გაიტანა – 0:3. საფინალო ანგარიში კი 57–ე წუთზე დაფიქსირდა, მასპინძელთა რიგებიდან გატანილი გოლით ტვილდიანი გამოირჩა.

 

ტორპედო 1:3 დინამო

გოლები: 0:1 მათიაშვილი 6’

0:2 ჭეჭელაშვილი 47’ (პენ.)

0:3 მურცხვალაძე 50’

1:3 ტვილდიანი 57’

 

ტორპედო: ქვილითაია, ლობჟანიძე, მამასახლისი, გელაშვილი, ქიქავა, გაბუნია (ნაღაძე 50’), გოგიჩაიშვილი, ტვილდიანი, ახვლედიანი (ღვიტიძე 46’), კაუშაძე, გავაშელიშვილი (კანდელაკი 58’)

 

დინამო: შერმადინი, დოლიძე (გოროზია 46’), კაკაბაძე, სამხარაძე, მურუსიძე, ჭეჭელაშვილი (პაპუნაშვილი 65’), კიტოვანი, ლობჟანიძე (გოგინაშვილი 78’), მათიაშვილი (მესხი 46’), მურცხვალაძე, მაჭავარიანი

 

გაფრთხილება: მამასახლისი – მათიაშვილი, კიტოვანი, მაჭავარიანი, მურცხვალაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024