• Geo
  • Eng
23.04.2013
მწვრთნელები მეტალურგისა და დინამოს დაპირისპირებას აფასებენ

მეტალურგი – დინამოს ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – ძალიან რთული თამაში იყო. კლიმატურმა პირობებმა დამატებითი სირთულეები წარმოშვა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ და მინდა მათ ეს გამარჯვება მივულოცო. ჩვენ ძალიან მჭიდრო გრაფიკში გვიწევს შეხვედრების გამართვა, ვინაიდან დინამო ორ ფრონტზე იბრძვის წარმატების მისაღწევად. დღეს დავმარცხდით და რა თქმა უნდა კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა იმის ფონზე, რომ ოთხ დღეში გორის დილასთან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და ძალაუნებურად ყველანი ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ. კარგია რომ დღევანდელ შეხვედრაში სტუმრად გოლის გატანა მოვახერხეთ, ეს საპასუხო მატჩის წინ ძალიან მნიშნელოვანია.

 

გიორგი ყიფიანი – დავეთანხმები კოლეგას, შეხვედრა მართლაც რთული გამოდგა. კლიმატურმა პირობებმა შეხვვედრას თავისებური დაღი დაასვა. პირველ ნახევარში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა გოლი გავუშვით. ჩემმა ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობისა და მებრძოლი სულისკვეთების ხარჯზე ორი გოლის გატანა მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაში გავიმარჯვეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, წინ საპასუხო მატჩი გველის, მეტოქე კი თბილისის დინამოა –მშვიდად ყოფნის უფლება ნამდვილად არ გვაქვს. ვეცდებით საპასუხო შეხვედრას სრული კონცენტრაციით შევხვდეთ, გადავლახოთ ეს ბარიერი და თასის ფინალში ვითამაშოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024