სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. XXIX ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ხუთი დინამოელი - გიორგი ლორია, გიორგი სეთურიძე, გივი კვარაცხელია, ირაკლი ძარია და მიკელ ალვარო შეიყვანა. ტურის მწვრთნელად კი ჩვენი გუნდის თავკაცი, დუშან უჰრინი დასახელდა.